2022-04-04 11:18:12, 494 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთი „ვაგნერის“ სამხედროებს უკრაინის აღმოსავლეთში აგზავნის
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული უახლესი ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია „ვაგნერის“ სამხედროებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში აგზავნის.
„რუსი სამხედროები, მათ შორის რუსული სახელმწიფო კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დაქირავებულები გადადიან უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში“, - აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვაში.
ამასობაში, სოციალურ ქსელებში დაიწყო დაქირავებული სამხედროების ფოტოების გავრცელება. ფოტოების ავტორები აცხადებენ, რომ ისინი ოკუპირებულ დონეცკში ეუთო-ს შტაბ-ბინასთან დააფიქსირეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,