|
2022-04-03 17:46:21, 741 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, დღეს 18:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ავტომანქანების მძღოლები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებას ალტერნატიული ქუჩების გამოყენებით შეძლებენ. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავ ავტომობილებს შეეძლებათ, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, ჟვანიასა და 9 აპრილის ქუჩების დახმარებით გადაადგილდნენ, ხოლო უკუმიმართულებით მოძრაობისას, გამოიყენონ გუდიაშვილის, ფურცალაძის თაბუკაშვილისა და ჯორჯაძის ქუჩები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში გადაადგილდება შემდეგი მიმართულებებით: ავტობუსები - N301, N308, N310, N314, N326, N331, N337, N342, N345, N346, N352, N358, N387, N388, ასევე, მიკროავტობუსები - N457, N472, N532, N540, N541, N580 მელიქიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილდებიან რუსთაველის გამზირზე ზეთის ხილის ხემდე, რის შემდეგაც, სვლას განაგრძობენ ჯავახიშვილის ქუჩაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას და იხელმძღვანელებენ არსებული სქემით. ავტობუსები - N301, N306, N331, N337, N345, რომლებიც გორგასალის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით რუსთველის გამზირზე გადაადგილდებოდნენ, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, მ. ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, მეტროსადგურ „რუსთაველს“ დაუკავშირდებიან და შემდგომ იხელმძღვანელებენ დადგენილი სქემით. მიკროავტობუსები - N472, N540 ბარათაშვილის ხიდის გავლით, გადაინაცვლებენ ბარათაშვილის ქუჩაზე და შემდეგ თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსესა და მ. ჯავახიშვილის ქუჩებით, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ გადაადგილდებიან. შემდგომ, მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. ავტობუსების - N344, N350, N371 და მიკროავტობუსის N547 მარშრუტი, გორგასალის ქუჩიდან იმოძრავებენ მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით; ავტობუსები - N305, N309, N320, N325, N359, N393 და მიკროავტობუსი - N580 მგზავრთა მომსახურებას ნ. ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ, პუშკინის ქუჩის მიმდებარედ მობრუნებით. რაც შეეხება N364-ს, ავტობუსი ამაღლების ქუჩის მიმართულებით მერაბ კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით იმოძრავებს, შემდგომ კი სვლას განაგრძობს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, N364 ავტობუსი ბარნოვის ქუჩიდან შანიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ გადაადგილდება. შეგახსენებთ, პარლამენტთან 3 აპრილის აქციის, "უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის" გაიმართება, სადაც სპეციალურად აქციისთვის შექმნილი ფილმი გავა. ასევე აჩიკო გულედანის მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ჰიმნის პრემიერა შედგება. აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს, დღეს 20:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე მივიდიდნენ და საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირონ. აქციაზე არ იქნება არცერთი სიტყვით გამომსვლელი. აქციის ორგანიზატორები არიან „ევროპული საქართველო“, ტაბულა, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და თავისუფლების ინსტიტუტი.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)