06:27 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-03 14:21:32, 701 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის ვიცე-პრემიერი: რუსი დამპყრობლების ტყვეობაში 11 ადგილობრივი თემის ხელმძღვანელი იმყოფება

3 აპრილის მდგომარეობით, რუსი დამპყრობლების ტყვეობაში იმყოფება კიევის, ხერსონის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის და დონეცკის რეგიონების 11 ადგილობრივი თემის ხელმძღვანელი, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკიმ განაცხადა. 

მისივე თქმით, ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა მოხდეს მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლება. 

"კიევის, ხერსონის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის და დონეცკის რეგიონების ადგილობრივი თემის 11 ხელმძღვანელი დამპყრობლების ტყვეობაშია. ჩვენ ვატყობინებთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მათ შესახებ, ისევე როგორც სხვა უგზო-უკვლოდ დაკარგულ მოქალაქეებს და ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციისგან ინფორმაციის მიწოდებას დატყვევებული მშვიდობიანი მოსახლეობის ადგილსამყოფელისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,"- განაცხადა ვერეშჩუკიმ. 

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics