2022-04-03 13:48:00, 672 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 18 000-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 3 აპრილამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგია 18 000-მდე ჯარისკაცი.
უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 644 ტანკი, 1 830 ჯავშანტექნიკა, 325 საარტილერიო სისტემა, 105 სარაკეტო სისტემა და 54 საზენიტო საბრძოლო სისტემა გაანადგურეს.
ამასთანავე, უწყებაში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 143 თვითმფრინავი, 134 ვერტმფრენი, 1 249 საავტომობილო ტექნიკა, 89 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და გემები/ნავები - 7 ერთეული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,