2022-04-02 15:02:07, 609 ნახვა
მსოფლიო
ირპენის მერი - რუსული აგრესიის შედეგად ქალაქში, შენობების 50% განადგურებულია
კიევის ოლქის ქალაქ ირპენში ოკუპანტების შეიარაღებული აგრესიის შედეგად შენობების 50% განადგურებულია.- ამის შესახებ ქალაქის მერმა ალექსანდრე მარკუშინმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ახლა ბევრს ვთხოვთ დაგვეხმარონ ტექნოლოგიებით, ადამიანური რესურსებით, ქალაქის 50%, სამწუხაროდ, დანგრეულია, მის აღდგენას დიდი დრო და მუშაობა სჭირდება“, - განაცხადა მარკუშინმა
მარკუშინის თქმით, ახლა ირპენში 4000-მდე მაცხოვრებლებია დარჩენილი.
„მოვუწოდებ მათ ჯერ არ დაბრუნდნენ, რადგან არ არის კომუნიკაციები, წყალი, დენი, გაზი, არ მუშაობს კანალიზაცია და საჭიროა ქუჩებიდან ბლოკირების მოხსნა. ჭურვები იყო მიმოფანტული, რომელიც არ აფეთქდა",- განაცხადა ირპენის მერმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,