2022-04-02 15:02:07, 792 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპი უკრაინაში ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავს
რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავს. - ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი წერს.
რომიდან მალტაში მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე რეპორტიორმა პაპს ჰკითხა, განიხილავდა თუ არა უკრაინული მხარის მიპატიჟებას. რაზეც პაპმა უპასუხა: რომ, "დიახ, ეს საკითხი განიხილება."
სხვა დეტალებზე მას არ უსაუბრია.
შეგახსენებთ, პაპმა უკრაინაში რუსეთის თავდასხმა დაგმო და საომარი მოქმედებების შეჩერებისკენ მოუწოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,