19:56 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-02 13:29:52, 1028 ნახვა

სამართალი
ირაკლი შოთაძე ჰააგაში EUROJUST-ის პრეზიდენტს და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის დელეგაცია გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში იმყოფება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ირაკლი შოთაძემ შეხვედრა გამართა EUROJUST-ის პრეზიდენტთან ლადისლავ ჰამრანთან და EUROJUST-ის ოფისის სხვა წარმომადგენლებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე  ნათია მერებაშვილი,  გენერალური ინსპექციის უფროსი თეიმურაზ ნაჭყებია და EUROJUST-ში საქართველოს მეკავშირე პროკურორი გიორგი  გოგაძე. შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა საქართველოს პროკურატურასა და EUROJUST-ს შორის ტრანსნაციონალური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებულ ერთობლივ ღონისძიებებზე, მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო EUROJUST-ის არხებს პარტნიორ ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობისათვის 2015 წლიდან იყენებს, ხოლო მას შემდეგ, რაც 2019 წელს საქართველოსა და EUROJUST-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის თაობაზე ხელშეკრულება და საქართველომ მუდმივი მეკავშირე პროკურორი მიავლინა ხსენებულ სააგენტოში, მხარეებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური და მრავალმხრივი გახდა.  საქართველოს პროკურატურა, როგორც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოების საგამოძიებო ორგანოების პარტნიორი უწყება, მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას EUROJUST-თან, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, ასევე ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში მონაწილეობის გზით, რათა საერთაშორისო თანამშრომლობა ქვეყნებს შორის კიდევ უფრო წარმატებულად  წარიმართოს. 

ამასთან, გარდა EUROJUST-ში ვიზიტისა, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტთან ჩოელ კიუ ვანგთან, რა დროსაც მხარეებმა 2022 წლის 25-29 სექტემბერს ქალაქ თბილისში დაგეგმილი მსოფლიო პროკურორთა 27-ე კონფერენციის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics