19:57 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-01 18:06:58, 892 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ მძღოლს, რომელიც შარტავას ქუჩაზე 8 წლის ბავშვს დაეჯახა ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, რომლის დროსაც არასრულწლოვანმა ჯანმრთელობის  მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. 

უწყების ცნობით, ბრალდებულმა გადააჭარბა კანონით განსაზღვრულ მაქსიმალური  სიჩქარის ზღვარს და პირველ სამოძრაო ზოლში მოძრავ ავტომობილს დაეჯახა, შედეგად ტროტუარზე ავარდა და იქვე მდგომ  8 წლის ბავშვს დაეჯახა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 31 მარტს, ქ. თბილისში, ჟიული შარტავას ქუჩაზე დ.ჯ.-მ, რომელიც  „BMW"-ს მარკის ავტომობილს მართავდა, გადააჭარბა კანონით განსაზღვრულ მაქსიმალური  სიჩქარის ზღვარს,  მეორე სამოძრაო ზოლიდან პირველ სამოძრაო ზოლში გადასვლის მანევრი „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის  მოთხოვნათა დარღვევით განახორციელა და პირველ სამოძრაო ზოლში მოძრავ ავტომობილს დაეჯახა. შეჯახების შედეგად დ.ჯ.-ს მართვის ქვეშ მყოფმა ავტომანქანამ  მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე ავარდა და იქვე მდგომ  8 წლის ბავშვს დაეჯახა. 

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ჯანმრთელობის  მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.  

სამართალდამცველებმა დ.ჯ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია), წარედგინა.  

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,"- წერია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics