02:32 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-01 10:37:43, 525 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია პროექტის „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ ანგარიშს დაესწრო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებმა, პროექტის „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ (II ფაზა) შუალედური ანგარიში წარადგინეს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ჩეხეთის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, იან ბლინკა და ამავე ორგანიზაციის პროექტის მენეჯერი რუსუდან ჩხუბიანიშვილი.

თამარ გაბუნიამ, სტუმრებს, მადლობა გადაუხადა საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებისა და მხარდაჭერისთვის, პროექტის ფარგლებში უკვე დანერგილი და სამომავლოდ დაგეგმილი ცვლილებებისათვის. ასევე, COVID პანდემიის მართვაში გაწეული დახმარებისთვის.

პროექტის მე-2 ფაზის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის წარმომადგენლებმა, უკვე შექმნილ მოდულებზე ისაუბრეს - განიხილეს მართვის სტანდარტიზებული ელექტრონული საინფორმაციო და სამედიცინო ჩანაწერების საყოველთაო ელექტრონული სისტემები, ელექტრონული რიგები; ტელემედიცინა; ელექტრონული რეფერალის პლატფორმა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პირველადი ჯანდაცვის მხარდაჭერის საპილოტე პროგრამები უკვე მოქმედებს თბილისის პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულებაში. ასევე მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის 44 სოფლის აბმულატორიაში.

პროექტი „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ 2019 წელს დაიწყო და 2023 წელს დასრულდება. მისი საერთო ღირებულებაა €1 266 257.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics