06:49 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-31 23:47:46, 711 ნახვა

საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამით, 140 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაა მობილიზებული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ აბაშის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეძენილი ტექნიკა და იმპლემენტები დაათვალიერეს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემული ტექნიკა მზად არის აგროვადების გათვალისწინებით ჩაერთოს შესაბამის აგროტექნიკურ  სამუშაოებში.

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ შარშან დავიწყეთ სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება. პროგრამით, რომლისთვისაც 50 მლნ ლარი გამოიყო, 2300-ზე მეტმა  ფერმერმა ისარგებლა და, დაახლოებით, 140 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მობილიზება გახდა შესაძლებელი. დღეს შევხვდით იმ ფერმერებს, რომლებმაც ისარგებლეს პროგრამით  და დავათვალიერეთ ახალი ტექნიკა. ჩვენთვის  მნიშვნელოვანია ფერმერების მაქსიმალური მხარდაჭერა. მომავალშიც განვახორციელებთ პროგრამებს, რომლებიც ტექნიკით  უზრუნველყოფაზე იქნება ორიენტირებული. მეტი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ქვეყანაში ნიშნავს, რომ შესაბამისი აგროვადებით დამუშავდება ყველა ის ნაკვეთი, რომელთა სასოფლო-სამეურნეო ბრუნვაში მოქცევა მნიშვნელოვანია“, -  განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics