02:32 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-31 18:23:15, 612 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები ხის საწარმოში დასაქმდნენ

სოციალურ საწარმო „სხივში"  ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები შშმ პირებთან ერთად ხეზე კვეთას და მხატვრულ დამუშავებას ეუფლებიან. დღეისათვის „სხივში" ხეზე მუშაობას 8 ბენეფიციარი  სწავლობს და  პროფესიული უნარების გამომუშავებასთან ერთად ანაზღაურებასაც იღებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ბენეფიციარებს ფსიქოლოგიურ სერვისებსაც სთავაზობს. პროექტი იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მისი დაფინანსებით ხორციელდება.

დღეს სოციალურ საწარმო „სხივს" იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ესტუმრა და ადგილზე გაეცნო პროექტის მიმდინარეობას.

პროექტის მიზანი ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და მათი პროფესიული უნარების განვითარების  ხელშეწყობაა. სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ  ბენეფიციარების ნაწილი ამავე საწარმოში გააგრძელებს მუშაობას.

გასულ წელს იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო პროექტი ადამიანის უფლებების გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დაგეგმვის და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის მიზნით გამოაცხადა და  14 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics