10:04 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-31 18:12:08, 672 ნახვა

მსოფლიო
იტალიის პრემიერის განცხადებით, პუტინი ამბობს, რომ ზელენსკისთან მოლაპარაკებების დრო „ჯერ არ მოსულა“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან, მარიო დრაგისთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის პირობები ჯერ არ არის მომწიფებული. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იტალიის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით წერს. 

„მე ვკითხე მას, როდის ან არის თუ არა გათვალისწინებული ცეცხლის შეწყვეტა. მე ვთქვი, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ არსებობს მშვიდობის სურვილი, ცეცლის შეწყვეტის მიღებით, თუნდაც ეს იყოს ხანმოკლე. „პირობები ჯერ არ არის მომწიფებული". მიუხედავად ამისა, მოგვიანებით მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა, რომლის შესახებაც დღეს წავიკითე", - განაცხადა იტალიის პრემიერმა. 

გარდა ამისა, იტალიის პრემიერმა ისაუბრა ვლადიმერ პუტინის მოსაზრებაზე, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ზელენსკისთან მოლაპარაკებების დრო ჯერ არ მოსულა. 

რუსეთის პრეზიდენტსა და იტალიის პრემიერ-მინიტრს შორის სატელეფონო საუბარი 30 მარტს, იტალიის პრემიერის ინიციატივით შედგა. მხარეებმა განიხილეს რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობა და ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების საფასურის გადახდისას რუბლზე გადასვლა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics