02:32 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-31 16:14:52, 400 ნახვა

საზოგადოება
1-29 აპრილს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე მოემსახურება

1-29 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.

1. ლანჩხუთი 01.04.2022 ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით 10:00-17:00

2. ადიგენი 04.04.2022 თამარ მეფის ქუჩის დასაწყისი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

3. ლენტეხი 04.04.2022 თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00

4. ასპინძა 05.04.2022 მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, "თიბისი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

5. ხონი 05.04.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

6. ნინოწმინდა 06.04.2022 პუშკინის ქუჩა, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

7. ვანი 06.04.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

8. ბაღდათი 07.04.2022 წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00

9. გურჯაანი 11.04.2022 ნონეშვილის გამზ. N13, გამგეობის შენობასთან 10:00-17:00

10. აბაშა 11.04.2022 ჯორჯიკიას ქ. N 3, "ლიბერთი ბანკი"-ს წინ 10:00-17:00

11. ახმეტა 12.04.2022 ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. N49, გამგეობის შენობასთან 10:00-17:00

12. მარტვილი 12.04.2022 თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ 10:00-17:00

13. ყვარელი 13.04.2022 კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან 10:00-17:00

14.დუშეთი 14.04.2022 რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი 10:00-17:00

15. ამბროლაური 15.04.2022 კოსტავას ქ. 20 10:00-17:00

16. ყაზბეგი 15.04.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

17. კასპი 18.04.2022 სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან 10:00-17:00

18. საჩხერე 18.04.2022 თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

19. ქარელი 19.04.2022 თამარ მეფის ქ. N 48, "ლიბერთი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

20. ცაგერი 19.04.2022 რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00

21. მარტყოფი 20.04.2022 მარტყოფი ქ. N1, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

22. ტყიბული 20.04.2022 კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

23. ონი 21.04.2022 აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ 10:00-17:00

24. დმანისი 27.04.2022 წმინდა ნინოს ქ. N 41, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00

25. თეთრიწყარო 28.04.2022 თამარ მეფის ქ. N 34, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

26. ამბროლაური 28.04.2022 კოსტავას ქ. 20 10:00-17:00

27. ყაზბეგი 29.04.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics