10:04 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-31 13:39:53, 743 ნახვა

მსოფლიო
მევლუთ ჩავუშოღლუ - უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მორიგი შეხვედრისთვის მზად არიან

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის დიპლომატების ხელმძღვანელები უკრაინის შესახებ მორიგი შეხვედრის იდეას მხარს უჭერენ.

"დმიტრო კულებამ და სერგეი ლავროვმა გვაცნობეს, რომ შეხვედრისთვის მზად არიან. უახლოეს ერთ-ორ კვირაში შესაძლოა, გაიმართოს შეხვედრა, სულ მცირე, უკრაინისია და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე". - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ჩავუშოღლუს თქმით, უკრაინისა და რუსეთის სამშვიდობო დელეგაციის შეხვედრებზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ "უფრო მნოშვნელოვანი საკითხები",  მაღალ დონეზე გადაწყდება.

„დელეგაციების ტექნიკური მოლაპარაკებები გაგრძელდება. ამავდროულად გაიმართება მინისტრებს შორის შეხვედრა, სადაც დამტკიცდება იქ მიღებული გადაწყვეტილებები. ამის შემდეგი ეტაპი კი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრაა“, - განაცხადა მან.

ჩავუშოღლუ იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მოლაპარაკებების ადგილად კვლავ სტამბოლს აირჩევენ, რადგან მისი თქმით, თურქული მეგაპოლისი ორივე მხარისთვის მოსახერხებელი ადგილია. მათ შორის, ლოჯისტიკის კუთხით.

ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თურქეთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტორ ქვეყნებში მოხვედრის შემთხვევაში ომში ჩაერთვება და უკრაინაში სამხედრო ძალებს გაგზავნის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics