|
2022-03-31 11:13:26, 743 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავა, მათგან 5 ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, აჭარასა და იმერეთში ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავეს, მათგან 5 პირი ნარკორეალიზატორია. 1988 წელს დაბადებულ მ.გ.-ს, 1979 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 1960 წელს დაბადებულ ი.ჩ.-ს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი. დანაშაულები 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინის“, „სუბოქსინის“, “მეტადონის” და „მარიხუანის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ზ.ბ.-ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: 24 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ასევე, სამართალდამცველების მიერ სპეციალური სამალავიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“, რომელიც სარეალიზაციოდ იყო გამზადებული. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, გ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 9 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი. ბრალდებულებისგან პოლიციამ ასევე ამოიღო სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და სავარაუდოდ რეალიზაციისგან აღებული ფული, ასევე, მარიხუანას კულტივაციისთვის განკუთვნილი შესაბამისი მოწყობილობა.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)