08:42 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-30 11:37:50, 572 ნახვა

მსოფლიო
უკრაინა გაერო-სგან ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფის თავიდან აცილებას ითხოვს

უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოსგან ითხოვს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ზონის დემილიტარიზაციისთვის და იქ სპეციალური მისია გაგზავნონ. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშუკმა განაცხადა. 

მან აღნიშნა, რომ გუშინ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საწყობში რუსეთის ბელგოროდში მოხდა საბრძოლო მასალის უნებართვო აფეთქება. 

„ეს არის ტიპური  მაგალითი იმისა, თუ როგორ უგულებელყოფს რუსეთი უსაფრთხოების ზომებსა და როგორ იყენებს მეორე მსოფლიო ომის სახიფათო საბრძოლო მასალას მასიურად. გუშინ, უკრაინის გენერალურმა შტაბმა გააფრთხილა საბრძოლო მასალის თვითაფეთქების შესახებ, რომლის უზარმაზარი საწყობი იყო რუსეთი. რუსეთმა სასწრაფოდ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები ჩერნობილის ზონიდან", - განაცხადა მან. 

ამასთანავე, ირინა ვერეშუკმა ხასგასმით აღნიშნა, რომ ბირთვული უსაფრთხოების კონტექსტში რუსი სამხედროების უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალური ქმედებები ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის არა  მხოლოდ უკრაინას, აარამედ სობით მილიონ ევროპელსაც.

„ამიტომ ჩვენ ვითხოვთ გაეროს-ს უშიშროების საბჭოსგან დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გამორიცხვის ზონის დეილიტარიზაციისთვის და იქ გაეროს სპეციალური მისიის გაგზავნისთვის, რათა აღმოიფხვრა ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის განმეორების რისკი, რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებების შედეგად", - განაცხადა მან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics