06:59 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-29 17:05:08, 687 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში ნაპირდაცვითი პროექტის განხორციელდება დაიწყო

თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხომაზე მთავრობის თავმჯდომარემ დააანონსა ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი პროექტები.

ბათუმისთვის მნიშვნელოვანია ნაპირდაცვითი ღონისიებების დროული და ეფექტიანი გატარება. ამ მიმართულებით დაწყებულია ნაპირდაცვითი ღონისძიებებების პროექტირება და შესაბამისი ექსპერტების ჩართულებითა და რეკომენდაციებით განხორციელდება ნაპირის დაცვისა და კვების ღონისძიებები. აღნიშნული ღონისძიების დროული გატარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის სამმართველოს დაევალა.

„გადავწყვიტეთ, რომ ძალიან სიღრმისეულად მოხდება  ამ პროექტის დაგეგმარება, ჩართულია შესაბამისი გარემოსდაცვითი  და საინჟინრო  ექსპერტები და ძალიან მალე დავიწყებთ ნაპირდაცვითი ღონისძიებების გატარებას, რაც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან იქნება  დაფინანსებული. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების დროს, აქ არ განხორციელებულა სიღრმისეული კვლევები. არცერთი გარემოსდაცვითი კვლევა არ იყო ჩატარებული. დღეს ჩვენ გვიწევს არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ლოკაციაზე, არამედ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთანაც  გაფუჭებული საქმეების კეთება." - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

 

აჭარაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში. საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობით ბათუმში წყლის პროექტის მეხუთე ფაზის განხორციელება იწყება. მეხუთე ფაზის ფარგლებში ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, ჩაქვის, ინდუსტრიული ზონის, ხელვაჩაურის, მეჯინისწყლის ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემა მოეწყობა.

ცეცხლაურში, ნარჩენების მართვის თანამედროვე ობიექტის ტექნიკური აღჭურვის და ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის დახურვის მიზნით  მიღწეული იქნა შეთანხმება EBRD-თან, რომელიც ამ მიმართულებით გამოყოფს ფინანსურ რესურსს.

ბათუმში იწყება ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია, რომელსაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics