07:08 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-28 18:28:00, 948 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის გენპროკურორი - მარიუპოლში რუსი ოკუპანტების დანაშაულები შესაძლოა გენოციდად შეფასდეს

უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა არ გამორიცხავს, რომ  მარიუპოლში ოკუპანტების დანაშაული გენოციდად კვალიფიცირდეს. - ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

„ის, რაც მარიუპოლში ხდება, აღარ არის ომის დანაშაულები... ომს აქვს წესები, მაგრამ აქ არ არის წესები. მე ამას ვუყურებ გენოციდის კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობის კუთხით, როცა მთელი ქალაქი მძევლად არის აყვნილი, სადაც ხალხი წყლის, საჭმლის და გათბობის გარეშეა. იქ, სადაც გასასვლელი არ არის  და ესვრიან კოლონებს, რომლებიც ცდილობენ ქალაქის დატოვებას“, - თქვა მან.

გენერალურმა პროკურორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარიუპოლიდან გააძევეს მოზარდები და ბავშვები, ამასთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა დეპორტაციის ორი საქმე გახსნეს.

”მარიუპოლიდან ორ ათასზე მეტი ბავშვი იყო დეპორტირებული. რას ნიშნავს ეს? ეს მხოლოდ ომის დანაშაულია? “, - დასძინა ვენედიქტოვამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სურს გაანადგუროს უკრაინა, როგორც სახელმწიფო და უკრაინელი ხალხი, როგორც ერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics