07:11 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-28 17:19:45, 744 ნახვა

საზოგადოება
ჭონქაძის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

მთაწმინდაზე,  დ. ჭონქაძის ქ. N8-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია,  „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების - საძირკველისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება, ასევე, ფანჯრების ღიობების მოჩარჩოება. 

მიმდინარე სამუშაო პროცესს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე და თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ზურაბ აბაშიძე გაეცნენ.

„იქიდან გამომდინარე, რომ მთაწმინდის რაიონში ბევრი ავარიული სახლია, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მსგავსი პროექტები ინტენსიურად განვახორციელოთ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დავეხმაროთ ადგილობრივ მცხოვრებლებს. აღნიშნულ სახლში ცხრა ოჯახი ცხოვრობს. პროექტის დასრულების შემდეგ, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 405 950  ლარი დაიხარჯება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics