05:50 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-26 14:42:42, 1025 ნახვა

მსოფლიო
ბელარუსულმა ბატალიონმა ფიცი დადო და უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შევიდა

კასტუს კალინოვსკის სახელობის ბელარუსულმა ბატალიონმა ფიცი დადო და  უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბატალიონი „ტელეგრამის“ გვერდზე ავრცელებს.

ცნობილია, რომ ბელარუსული ბატალიონი, რომელშიც 200-ზე მეტი სამხედროა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიქმნა და უკვე ორ კვირაზე მეტია, კიევის მისადგომებს იცავს.

„ბელარუსის ისტორიისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს, კასტუს კალინოვსკის ბატალიონის მოხალისეებმა ფიცი დადეს. ჩვენი ბატალიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შევიდა. ჩვენმა მოხალისეებმა ფიცის ტექტსი ბელარუსულად დაწერეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალში ეს ტექსტი გახდება ბელარუსის ნამდვილი არმიის ფიცის საფუძველი“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics