|
2022-03-25 15:49:37, 1043 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტი - თუ ვინმეს სურს ჩვენზე თავდასხმა, უნდა გაითვალისწინოს, რომ მტკიცედ დავიცავთ სამშობლოს
რუსეთის მუქარას პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლონეთი მშვიდობიანი ქვეყანაა, მაგრამ თავდასხმის შემთხვევაში თავს დაიცავს. ამის შესახებ, "ევროპული სიმართლე" ,TVP info-ზე დაყრდნობით წერს. ჟურნალისტმა პოლონეთის პრეზიდენტს რუსეთისგან მოახლოებულ საფრთხეზე ჰკითხა, რაზეც პრეზიდენტმა დასძინა, რომ პოლონეთს მშვიდობა სურს თუმცა „გარწმუნებთ, რომ ის საკმარისად დიდია, რომ აგრესორების დასამარხად ადგილი ჰქონდეს" „პოლონეთში არის გამონათქვამი: „ნუ შეაშინებ ნუ შეაშინებ. ჩვენ ვართ ერი, რომელიც გასული საუკუნის განმავლოაბაში თავს არავის დასხმია. ჩვენ ყოველთვის გვინდოდა მშვიდად ცხოვრება. ჩვენ გამოვძვერით რკინის ფარდიდან, დავიბრუნეთ სრული სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ეკონომიკური თავისუფლება, რათა გვეცხოვრა კომფორტულად, განვვითარებულიყავით, შეგვესწავლა მსოფლიო და გავმხდარიყავით მსოფლიო მოქალაქეები და გვინდა, რომ ეს ასეც გაგრძელდეს. ეს არის ჩვენი მისწრაფება. თუ ვინმეს სურს ჩვენზე თავდასხმა, ჩრდილოეთიდან თუ აღმოსავლეთიდან, თუ ნებისმიერი სხვა მხრიდან, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს. “, - განაცხადა დუდამ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)