|
2022-03-25 12:02:40, 678 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი სამოქალაქო კომიტეტის შეხვედრას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სამოქალაქო კომიტეტის შეხვედრას დაესწრო. სამოქალაქო კომიტეტი ნაწილია იმ ინსტიტუციური რეფორმის, რომელიც ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრაზე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების 2021-2027 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულების სახელმწიფო პროგრამები, ასევე, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების მხარდაჭერის, დაცული ტერიტორიების, ეკოტურიზმისა და რესურსების მართვის საკითხები განიხილეს. „ბოლო წლების განმავლობაში, მთავრობა ახორციელებს მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტის მხარდასაჭერად. მრავალი წელია, ევროკავშირი ჩვენი პარტნიორია და ხელს გვიწყობს, მაქსიმალურად სწრაფად მოვახდინოთ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება და ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია. რეგიონში დღეს არსებულმა ვითარებამ, მნიშვნელოვნად დააჩქარა პროცესები-საქართველომ უკვე გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც პრიორიტეტების გამოკვეთის, სახელმწიფო პოლიტიკის თუ პროგრამების შემუშავების ეტაპზე, ასევე, მათი განხორციელების პროცესის მეთვალყურეობის თვალსაზრისითაც. სამოქალაქო კომიტეტი, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულების საფუძველზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული მონიტორინგის კომიტეტების მანდატის გათვალისწინებით, 2021 წელს შეიქმნა და მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის, ასევე სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანად განხორციელების პროცესებში სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობას და ხელს უწყობს სახელმწიფო პროგრამებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევას ანალიზისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების გზით. არსებული სამოქალაქო კომიტეტი ქვეყანაში მოქმედ 29 წამყვან ორგანიზაციას აერთიანებს. კომიტეტი ღიაა სოფლის მეურნეობის და სოფლად განვითარების საკითხებზე მომუშავე პროფესიული ასოციაციებისთვის და სამოქალაქო ორგანიზაციათა გაერთიანებებისთვის. სამოქალაქო კომიტეტის შეხვედრას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები, საჯარო და სამოქალაქო სექტორის, ასევე არასამთავრობო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრა ENPARD-ის ფარგლებში, ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას მოდერაციას უწევდა UNDP-ის პროექტის მენეჯერი ნოდარ კერესელიძე.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)