|
2022-03-24 21:52:15, 929 ნახვა
მსოფლიო
TWP - სერგეი შოიგუ და ვალერი გერასიმოვი აშშ-დან ოფიციალური პირების ზარებს არ პასუხობენ
პენტაგონმა განაცხადა, რომ ბოლო 7-10 დღის განმავლობაში, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა და გენერალური შტაბის უფროსმა, მარკ მილიმ არაერთხელ სცადეს, რუსეთის თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსა და გენერალ, ვალერი გერასიმოვს დაკავშირებოდნენ, თუმცა უშედეგოდ. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ამერიკელ კოლეგებთან კონტაქტს სავარაუდოდ, შეგნებულად არ ამყარებს. „იყო კონტაქტები, მაგრამ დაბალ დონეზე. კომუნიკაციის ცხელი ხაზი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა საჰაერო სივრცეში შესაძლო კონფლიქტების მოსაგვარებლად, ჯერ არ არის გამოყენებული დანიშნულებისამებრ“, - განაცხადა მოსკოვში აშშ-ის საელჩოს სამხედრო ატაშემ. ფაქტი, რომ შოიგუსა და გერასიმოვის არ სურთ დაუკავშირდნენ ამერიკელ კოლეგებს, შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ წარუმატებლობის გამო, მათ უფლება-მოსილება შეჩერებული აქვთ და აღარაფერს წყვეტენ. ან, მეორე მხრივ, ეს ფაქტი შესაძლოა ნიშნავდეს რუსეთის სურვილს, აწიოს ფსონები უმაღლეს დონეზე, რათა კომუნიკაციის ნაკლებობამ გამოიწვიოს პირდაპირი სამხედრო შეტაკება რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს შორის. ამის შესახებ განცხადებას The Washington Post იუწყება.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)