|
2022-03-24 19:43:22, 802 ნახვა
მსოფლიო
უკრაინელებსა და რუს ოკუპანტებს შორის ტყვეების გაცვლა შედგა
„დღეს, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, სამხედრო ტყვეების პირველი სრული გაცვლა მოხდა“, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის ვიცეპრემიერი, ირინა ვერეშჩუკი სოცილურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, 10 ტყვე რუსი ოკუპანტი, 10 უკრაინელ ჯარისკაცში გაცვალეს. ამასთან ერთად, უკრაინელებმა რუსებს 11 სამოქალაქო რუსი მეზღვაური გაუგზავნეს, რომლებიც ოდესის მახლობლად, დატბორილ გემზე გადაარჩინეს. „დღეს, პრეზიდენტის ზელენსკის ბრძანებით, სამხედრო ტყვეების პირველი სრული გაცვლა მოხდა. 10 ტყვე ოკუპანტის სანაცვლოდ, 10 ჩვენი ჯარისკაცი გამოვიყვანეთ. ასევე, დღეს ჩვენ რუსებს გავუგზავნეთ 11 მშვიდობიანი რუსი მეზღვაური, რომლებიც ოდესასთან დატბორილი გემიდან გადავარჩინეთ. ამ გაცვლის შედეგად, 19 უკრაინელი სამოქალაქო მეზღვაური „საფირონის“ სამაშველო გემიდან სახლში ბრუნდება, რომლებიც ოკუპანტებმა დაიპყრეს, კუნძულ ზმინიდან ჩვენი სამხედროების წაყვანის მცდელობაში. გაცვლის პირობებით, თავად სამაშველო ხომალდი ასევე დაბრუნდება უკრაინაში და გაიგზავნება თურქეთის პორტში“, - აღნიშნა ირინა ვერეშჩუკმა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)