23:27 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-24 17:41:52, 495 ნახვა

მსოფლიო
ზურაბ აზარაშვილი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა

ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს.

უწყების ცნობით, ზურაბ აზარაშვილმა კლინიკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა. შემდეგ კი, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურთან, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძესთან და ცენტრის ხელმძღვანელ ზაზა ავალიანთან ერთად, მიმდინარე გამოწვევები განიხილა. ასევე გაეცნო განვითარების სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებს. ტუბერკულოზთან ბრძოლის დღის აღსანიშნავად, მინისტრმა გამწვანების აქციაშიც მიიღო მონაწილეობა. 

„როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის საჭირო პროცედურებს, სახელმწიფო, სრულად აფინანსებს.  

2022 წლის მონაცემებით, საქართველოში, ტუბერკულოზით ავადობის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმამდეა დასული - დღეს, ეს დიაგნოზი 1643 პაციენტს აქვს.  

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრი საერთაშორისო სტანდარტების, უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილ შენობებშია განთავსებული. კლინიკა გათვლილია 250 საწოლზე და  ჰყავს 400-მდე სამედიცინო პერსონალი.  ცენტრს, ასევე აქვს ჟანგბადის ქარხანა, თანამედროვე რეფერალური და მოძრავი ლაბორატორიები.  მინიჭებული აქვს ISO ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი.

24 მარტს, მსოფლიო, ტუბერკულოზთან ბრძოლის დღეს, 1982 წლიდან აღნიშნავს.   მთავარი მიზანი ამ დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების  ამაღლება  სტიგმის დაძლევაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics