|
2022-03-24 16:42:20, 826 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის სეიმმა ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავედ გამოაცხადა
პოლონეთის პარლამენტი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ გენოციდის აქტებს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავედ ცნობს. პოლონელმა დეპუტატებმა რეზოლუცია 23 მარტს დაამტკიცეს. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „ამ დანაშაულების საჯარო მტკიცებულებები“ საკმარისია იმისათვის, რომ „პოლონეთის სეიმმა და საერთაშორისო საზოგადოებამ ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავედ გამოაცხადონ“. "პოლონეთის სეიმი მტკიცედ გმობს ხანგრძლივ ძალადობის აქტებს, ომის დანაშაულებს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, გენოციდის აქტებს, ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევასა და საერთაშორისო სამართლის სხვა დანაშაულებს, რომლებიც ჩადენილია სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და მათი მოკავშირეების მიერ ", - ნათქვამია დოკუმენტში. ამასთან, მათ მოუწოდეს თანამოაზრე ქვეყნებს მხარი დაუჭირონ საერთაშორისო სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე სამართალწარმოების დაწყებას.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)