02:07 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-23 20:39:34, 992 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტს მიმართა, რომ რუსეთს მიმდინარე ომის დასრულება აიძულონ

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტს მოუწოდა, დაეხმაროს უკრაინას და არ დააფინანსოს რუსული ომი.

უკრაინული მედიის ცნობით, მან საფრანგეთს მოუწოდა, რომ ქვეყანა უკრაინისა და მთელი მსოფლიოსთვის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი გამხდარიყო.

„ჩვენ გვჭირდება გარანტიები, რომ უსაფრთხოება იქნება ურყევი და ნამდვილად არ იქნება ომი. და საერთოდ, ომები შეუძლებელი იქნება. ჩვენ ვქმნით უსაფრთხოების ისეთ ახალ სისტემას, რომელშიც საფრანგეთი, მჯერა, რომ მონაწილეობას მიიღებს. უკრაინა ხედავს, რომ საფრანგეთი, როგორც ყოველთვის აფასებს თავისუფლებას და თქვენ მას იცავთ. გახსოვთ რა არის თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა. თითოეული ეს სიტყვა სავსეა ძალით. მე ვგრძნიბ ამას, უკრაინა გრძნობს ამას. ამიტომ, ჩვენ ველით საფრანგეთისგან, თქვენი ლიდერისგან, რომ თქვენ შეგიძლიათ აიძულოთ რუსეთს მშვიდობისკენ, რომ დავასრულოთ ეს ომი თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის წინააღმდეგ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

საფრანგეთის პარლამენტმა, უკრაინის პრეზიდენტის თხოვნის შესაბამისად, უკრაინაში, რუსეთის საოკუპაციო ჯარების შეჭრის შედეგად დაღუპული უკრაინელების ხსოვნას წუთიერი დუმილით, პატივი მიაგო.

მან საფრანგეთის პარლამენტს მოუწოდა, დაეხმაროს უკრაინას შეიარაღებაში. ასევე, მოამზადოს სანქციების მორიგი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და არა დაფინანსოს უკრაინაში მიმდინარე ომი, ფრანგული კომპანიების მეშვეობით.

„ჩვენ თქვენგან, საფრანგეთისგან და თქვენი ლიდერისგან ველით, რომ შეძლებთ რუსეთის მშვიდობისკენ მობრუნებას. ჩვენ ველით, რომ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა. ამას ერთად შევძლებთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics