22:26 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-23 18:49:46, 641 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - ველი, რომ ჩვენ შევთანხმდებით, გავაძლიეროთ მხარდაჭერა, რუსეთის ზეწოლის ქვეშ მყოფ საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან

ველი, რომ ჩვენ შევთანხმდებით, გავაძლიეროთ მორგებული მხარდაჭერა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც რისკის ქვეშ არიან რუსეთის ზეწოლის გამო, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურების საგანგებო სამიტის მიმოხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს ალიანსი უნდა დაეხმაროს საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას, რათა ევროკავშირთან ერთად, შეძლონ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლების დაცვა.

"ველი, რომ ჩვენ შევთანხმდებით, გავაძლიეროთ მორგებული მხარდაჭერა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც რისკის ქვეშ არიან რუსეთის ზეწოლის გამო. მათ შორის საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა. გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ხვალ მივიღებთ, შორსმიმავალი შედეგები ექნება.
ჩვენი უსაფრთხოების ძირითადი გაძლიერება მოითხოვს დიდ ინვესტიციებს თავდაცვაში. ამიტომ, მე ველი, რომ მოკავშირეები დათანხმდებიან გააორმაგონ ძალისხმევა მეტი ინვესტიციისთვის.
,"- განაცხადა სტოლტენბერგმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics