|
2022-03-23 15:32:20, 711 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიის პარლამენტს - უკრაინას 15 ატომური ერთეული აქვს და რუსეთის აგრესიის გამო, ყველა საფრთხეშია
უკრაინაში დღეს ოთხი ატომური ელექტროსადგურია. ეს არის 15 ბირთვული ერთეული და ყველა მათგანი საფრთხის ქვეშაა. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტისადმი მიმართვისას ისაუბრა. "უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ წლები დასჭირდება იმ ზიანის ინვესტირებას, რაც მათ მიაყენეს ჩერნობილის მიწას, რადიოაქტიური მასალებისა და რადიოაქტიური მტვრის დამარხვას. უკრაინაში ოთხი ატომური ელექტროსადგურია. ეს არის 15 ბირთვული ერთეული და ყველა მათგანი საფრთხის ქვეშაა." - აღნიშნა ზელენსკიმ. ამასთან ზელენსკიმ რადიაციის საფრთხეზეც ისაუბრა და იაპონიის მთავრობას ჩერნობილის კატასტროფა და სირიაში რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტები შეახსენა. "ჩერნობილის სადგურის ირგვლივ 30-კილომეტრიანი ზონა დახურულია. ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ რუსეთი შესაძლოა, სათავისო მიზნებით იყენებდეს. ომის დასრულების შემდეგ კვლევებს წლები დასჭირდება, რათა საფუძვლიანად შევისწავლოთ, რა ჩაიდინა იქ რუსეთმა, რა ზიანი მიაყენა ელექტროსადგურს. თქვენ პირველი იყავით აზიაში, ვინც რეალურად მოახდინა ზეწოლა რუსეთზე მშვიდობის აღსადგენად. ვინც დაუჭირა მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და მოგიწოდებთ ასე გააგრძელოთ ამ სასტიკი ომის შესაჩერებლად." - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)