|
2022-03-22 15:27:59, 718 ნახვა
მსოფლიო
თბილისის მერიის მიერ შექმნილ ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში სხვადასხვა სახის პროდუქციისა და მედიკამენტების შეგროვება გრძელდება
თბილისის მერიის მიერ შექმნილ ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში სხვადასხვა კომპანიები და კერძო პირები განაგრძობენ უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით პროდუქტების, მედიკამენტებისა და პირველადი საჭიროების ნივთების მიტანას. ამჯერად პროცესში ჩაერთო „კოკა კოლა“, „არ ემ ჯი ჯგუფ“, „ევროპროდუქტი“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი). ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებ. უწყების მიხედვით, ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში, დღეს, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე იმყოფებოდა, რომელმაც შემომწირველებს გაღებული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. „განვაგრძობთ ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას. ამ პროცესში ბევრი ადამიანი გვიერთდება. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო - კომპანიებს „კოკა კოლას“, „არემჯის“ „სემეკს“ და „ევროპროდუქტს“, ასევე, მადლობა თანადგომისთვის რიგით მოქალაქეებს. ლოგისტიკის საკითხი მოგვარებულია. იცით, რომ ომის პირობებში ტვირთის ჩატანა და გადანაწილება რთულია, მაგრამ უკრაინის საელჩოსთან ერთად გადავწყვიტეთ ეს საკითხი. შეგროვებული ნივთები ჩაიტვირთება საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეების დიდ მანქანებში და მათი საშუალებით გაიგზავნება უკრაინაში“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერიის მიერ ამოქმედებული ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში შეგროვებული დახმარების გაგზავნის პროცესი 11 მარტიდან დაიწყო.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)