|
2022-03-21 15:28:43, 988 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოსაზრებას, რაც შეიძლება მალე გამოაქვეყნებენ
21 მარტს, ევროკომისარმა, ოლივერ ვარგეიმ განაცხადა, რომ ევროკომისია, რაც შეიძლება მალე მოამზადებს ოფიციალურ დასკვნას უკრაინის მზადყოფნის შესახებ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. „ევროკავშირი აგრძელებს უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერას დახმარების გაწევით. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა უკრაინის წევრობის განაცხადის შესახებ დასკვნის მიწოდებაზე. ვიმუშავებთ რაც შეიძლება სწრაფად“, - წერს ოლივერ ვარგეი. ცნობისთბის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ხელი მოაწერა. 1 მარტს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ. ახლა, ეს რეზოლუცია გადაეცემა ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომლებსაც უფლება აქვთ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. დოკუმენტი, ასევე, გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. თვითონ რეზოლუცია კი, საკონსულტაციო ხასიათისაა.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)