|
2022-03-21 11:06:13, 994 ნახვა
საზოგადოება
ზურგის ტკივილის გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები
ზურგის ტკივილი ბევრისთვის ნაცნობი პრობლემაა. არიან ადამიანები, რომლებსაც ეს დისკომფორტი ყოველდღიურად აწუხებთ, ზოგიერთს კი - პერიოდულად. რატომ არის თანამედროვე ცხოვრებაში ზურგის ტკივილი აქტუალური და რატომ აწუხებთ ეს პრობლემა ადამიანებს განურჩევლად ასაკისა თუ სქესისა? პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის ცხოვრების წესზე. ხშირ შემთხვევაში ოფისში მუშაობა და კომპიუტერთან საათობით არასწორ პოზაში ჯდომა ზურგის ტკივილის გამომწვევი მიზეზებია. შესაძლოა, ეს გადატვირთული ფიზიკური აქტივობის ან რომელიმე დაავადებისა და ხერხემლის პათოლოგიის ბრალიც იყოს. ზურგის ტკივილის მკურნალობის გზები მკურნალობის პირველ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხერხემლის ნორმალურ განვითარებას შევუწყოთ ხელი და ფიზიკური აქტივობით დავკავდეთ. ვარჯიში, ცურვა, მასაჟი და ფიზიოთერაპია მკურნალობის ეფექტურ მეთოდებად ითვლება. გარდა ამისა, არსებობს წელის კორსეტები და ქამრები, რომლების ხელს უწყობს ამ ნაწილში ტკივილის შემსუბუქებას. ამ პროდუქტების დიდი არჩევანია კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში. თბილისის, გორის, ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებში შეხვდებით ისეთი ცნობილი ბრენდების პროდუქციას, როგორიცაა : Sigvaris, Morsa Cyberg, Bauerfeind, Berger და კიდევ სხვა საერთაშორისო მწარმოებლები. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს ამ ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქციას 2012 წლიდან სთავაზობს. კორსეტებისა და ქამრების გამოყენება ზურგის ტკივილის გარდა, ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიების, ზურგის სვეტის დაზიანებების, ოსტეოპოროზისა და რადიკულიტის დროსაც ეფექტურია. კორსეტს შეიძლება, ჰქონდეს მეტალის ან პლასტმასის ჩანართები და დამატებითი ღვედები, რომ, პრობლემის შესაბამისად, ზურგის საჭირო ხარისხით ფიქსაცია მოხდეს. მათი ტარების პერიოდი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება.დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ „ახალი ხედვის“ ვებგვერდს - www.akhalikhedva.ge
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)