23:07 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-20 18:32:38, 672 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაში, ეს შეიძლება მესამე მსოფლიო ომს ნიშნავდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ თუ  მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, ეს  ეს შესაძლოა მესამე მსოფლიო ომს ნიშნავდეს.

"მე მზად ვარ მასთან მოლაპარაკებებისთვის. მე მზად ვიყავი ბოლო ორი წლის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების გარეშე ჩვენ ვერ დავასრულებთ ამ ომს. 

თუ ჩვენთვის არის მხოლოდ 1% შანსი, შევაჩეროთ ეს ომი, ვფიქრობ, უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ." - განუცხადა ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში.

მან განაგრძო: „რუსული ძალები მოვიდნენ ჩვენს გასანადგურებლად, დასამხობად. ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ხალხისა და ჩვენი არმიის ღირსება, რომ ჩვენ შეგვიძლია ძლიერი დარტყმა მივცეთ, ჩვენ შეგვიძლია ვუპასუხოთ მათ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ღირსება არ ადამინებს სიცოცხლეს ვერ შეუნარჩუნებს.. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ფორმატი, ნებისმიერი შანსი, რათა გვქონდეს მოლაპარაკების, პუტინთან საუბრის შესაძლებლობა. მაგრამ თუ ეს მცდელობები წარუმატებელი იქნება, ეს ნიშნავს, რომ ეს არის მესამე მსოფლიო ომი."





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics