|
2022-03-19 12:55:12, 807 ნახვა
საზოგადოება
რუსთავში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება მიმდინარეობს
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ რუსთავშისაცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სააგენტოს დირექტორის ჯაბა სირბილაძის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისსათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, რათა უმოკლეს დროში მოხდეს დევნილი ოჯახების ბინით დაკმაყოფილება. იძულებითგადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, უპრეცედენტოთ მასშტაბური სამშენებლოსამუშაოები მიმდინარეობს რეგოინებშიც. უახლოეს მომავალში, ქალაქ რუსთავში, მე-18 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დევნილთა სააგენტოს გადაეცა 2 ჰექტარი მიწისნაკვეთი, 800 დევნილი ოჯახისთვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელიკომპლექსი აშენდება და იძულებით გადაადგილებული ოჯახები, ახალ ბინებს, დასრულებულირემონტით მიიღებენ. "ქალაქ რუსთავში საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილ ოჯახებს, განაცხადისგაკეთება 1-ლი აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლშიშეუძლიათ. განაცხადები ასევე მიიღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგმისამართებზე: • რუსთავი, კოსტავას ქ.N20; • გორი, სამების ქუჩა N1; • ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27; • ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106. ამ ეტაპზე, რუსთავში ბინის მოთხოვნით, განაცხადის შევსებას თბილისში, რუსთავში, ქვემოქართლისა და კახეთის რეგიონებში რეგისტრირებული დევნილი ოჯახები შეძლებენ." - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)