|
2022-03-18 00:22:07, 897 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა დაუშვას
„რუსულმა ძალებმა უკრაინაში პატივი უნდა სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და თავი შეიკავონ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანებისა და განადგურებისგან“, - ამის შესახევ იანეზ ლენარჩიჩმა, ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის ევროკომისარმა განაცხადა. „ხელმისაწვდომობა ბევრგან იყო, თუმცა საუკეთესო შემთხვევაში სპორადული ან არარსებული“, და რუსეთი „ჰუმანიტარული მარაგებისა და ჰუმანიტარული მუშაკების შეუფერხებელ წვდომას გაჭირვებული ადამიანებისთვის არ უზრუნველყოფს“, - განაცხადა იანეზ ლენარჩიჩმა. დახმარების სააგენტოებს, რომლებიც აწვდიან დახმარებას ევროკავშირიდან, ექმნებათ „სირთულეები ალყაში მოქცეულ ქალაქებში მისასვლელად“, თქვა მან და დასძინა, რომ მათ „უჭირთ იმ მოსახლეობასთან მიღწევა, რომლებიც აქტიური კონფლიქტის ზონებშია მოქცეული“. მან ამაში რუსული ძალები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი „არ ასრულებენ თავიანთ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს“. ევროკავშირის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრში (ERCC), ბრიუსელში გამოსვლისას, სადაც ევროკავშირი მის 27-ვე ქვეყნიდან, კოორდინაციას უწევს ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებასა და მიწოდებას, კომისარმა თქვა, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევა იყო „ყველაზე დიდი სამოქალაქო დაცვის ოპერაცია“, მას შემდეგ, რაც 2001 წელს, ევროკავშირის კატასტროფებზე რეაგირების მექანიზმი შეიქმნა. „ამ აგრესიამ გამოიწვია ისეთი მასშტაბის ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. უკრაინაში ხალხის საჭიროებები უზარმაზარია“, - თქვა მან. ERCC, რომელიც მუშაობს 24 საათის განმავლობაში, ამჟამად კოორდინაციას უწევს „საკვების, მედიკამენტების, სამედიცინო აღჭურვილობის, სასწრაფო დახმარების მანქანების, მობილური საავადმყოფოების, ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის, სახანძრო მანქანებისა და საწვავის“ უკრაინაში მიწოდებას, დასძინა იანეზ ლენარჩიჩმა. კომისარმა თქვა, რომ ის ელის, რომ ლტოლვილთა რიცხვი გაგრძელდება, თუ შემოჭრა გაგრძელდება. „ახლა კვირაში ერთი მილიონი ლტოლვილი გვყავს. ასე რომ, თუ ეს კიდევ 10 კვირა გაგრძელდება, დიახ, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ 15 მილიონი ადამიანის მაჩვენებელს“, - თქვა მან.
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)