17:32 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 21:08:09, 871 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ნოვიე პეტრივცი დაბომბეს - შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქი, ნოვიე პეტრივცი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი წლის ბავშვი დაიღუპა. ამბავს უკრაინული მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის გამო, ასევე 4 პირიც დაშავდა.

კიევის ოლქის პოლიციის ცნობით, 17 მარტს, ოკუპანტებმა მძიმე არტილერიით, ასევე, ვიშგოროვსკის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსები დაბომბეს.

შედეგად მაღალსართულიანი შენობა დაინგრა და მეზობელი საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.

„ახლა ვიცით ორი წლის ბავშვის გარდაცვალებისა და ოთხი ადამიანის მრავლობითი დაზიანებების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე, ექიმები და პოლიციის თანამშრომლები უკვე მუშაობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics