20:26 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 13:07:12, 674 ნახვა

სამართალი
ვახტანგ გომელაური - საზღვრის ეფექტიანი მართვა შსს-ს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს

საზღვრის ეფექტიანი მართვა წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას და ამ მხრივაც მუდმივად  განვაგრძობთ რეფორმებს -  ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა   პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში  ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაურმა  ყურადღება გაამახვილა  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გასულ წელს  ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშზეც.

„2021 წელს სამინისტროში შემუშავდა საზღვრის ეფექტიანი მართვისა და შიდაუწყებრივი კოორდინაციის პროექტი, რომლის მიზანია  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვრის ინტეგრირებული მართვის და სრულყოფილი სისტემის დანერგვა, აგრეთვე საზღვართან დაკავშირებული დანაშაულის შემცირება და პრევენციის მექანიზმის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში, წელს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში შეიქმნა საზღვრის მართვისა და კოორდინაციის დანაყოფი. აღნიშნული სამმართველოს კომპეტენციად განისაზღვრა საზღვრის მართვის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, სასაზღვრო მონიტორინგი, რისკების შეფასება/ანალიზი, აგრეთვე მგზავრთა მონაცემების დამუშავებისა და ოპერატიული მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გასულ წელს  ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში, საქართველოს საზღვრის დაცვის მიმართულებით აღნიშნულია, რომ „კარგად ორგანიზებული და მაღალკომპეტენტური საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სანაპირო დაცვა სათანადოდ უზრუნველყოფენ პირველადი რეაგირების შესაძლებლობებს საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე. მსგავს ანგარიშებში საქართველოს პოზიტიურ ჭრილში მოხსენიება, ერთი მხრივ,  უმნიშვნელოვანესი მოტივაციაა ჩვენი თანამშრომლებისთვის, მეორე მხრივ - ზრდის საქართველოს როლს გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics