20:27 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 12:56:47, 776 ნახვა

სამართალი
ვახტანგ გომელაური - ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი - 136 ნარკორეალიზატორი 2021 წელს დავაკავეთ

შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, ვრცლად ისაუბრა ნარკოდანაშაულის და ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2021 წელს უწყებამ ყველაზე მეტი - 136 ნარკორეალიზატორი დააკავა.

„ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი ნარკორეალიზატორი 2021 წელს დავაკავეთ. ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 136 პირი;  ასევე, პასუხისგებაში მიცემულია ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 22 პირი;
დაიხურა 8 ინტერნეტსარეალიზაციო მაღაზია; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული ორი კანონპროექტი დაამტკიცა - გამკაცრდა სასჯელი ნარკორეალიზატორების მიმართ. ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის მინიმალურ სასჯელად 10 წლიდან თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა. ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით გასაღების შემთხვევაში, ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, სასჯელის სახით 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში - 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics