|
2022-03-16 23:58:11, 679 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც მხარს ვუჭერთ
„საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც მხარს ვუჭერთ“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თავდაცვის მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც ალიანსმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან უნდა ისწავლოს არის ის, რომ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთის გამო, ახლა, რისკის წინაშე დგანან, მხარდაჭერა აუცილებელია. „უნდა გავაცნობიეროთ, რომ უსაფრთხოების სრულიად ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ, რომელიც აზარალებს უკრაიანელ ხალხს, ეს მათთვის გამანადგურებელია; თუმცა, ის ასევე მეტ ზეწოლას ახდენს იმ ქვეყნებზეც ჩვენს სამეზობლოში, რომლებიც არ არიან ნატო-სა და ევროკავშირის წევრები და არიან რისკის წინაშე. საქართველო ერთ-ერთ მათგანია. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა შეხვედრას. ყველა მოკავშირე ძალიან ყურადღებით უსმენდა მის გამოსვლას, რა დროსაც მან ისაუბრა გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელმაც უკვე იხილა რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგები, 2008 წელს და რუსეთის სხვა მცდელობები, ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში. ასე რომ, ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც უნდა ვისწავლოთ იქიდან, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის ის, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ იმ ქვეყნებს, რომლებიც რისკის წინაშე ახლა არიან. უმჯობესია, მათ ახლა დავუჭიროთ მხარი და დავეხმაროთ, ვიდრე სამხედრო ინტერვენციის შემდგომ. ვფიქრობ, ახლა ჩვენ ვხედავთ უკრაინისთვის ინტერვენციამდე გაწეული მხარდაჭერის ღირებულებას, თუმცა ასევე იმის მნიშვნელობას, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო დამატებით უკრაინისთვის. ასევე, ვფიქრობ, ეს არის გზავნილი საქართველოსთვის, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა და რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. შესაბამისად, მე მოვუწოდებ ნატო-ს მოკავშირეებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს. ეს იყო ასევე გზავნილი მოკავშირე ქვეყნების ლიდერებისადმი დღევანდელ შეხვედრაზე“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)