15:32 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-16 10:16:23, 703 ნახვა

მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქი ზღვიდან დაბომბეს

დაახლოებით შუაღამისას რუსულმა გემებმა ოდესის ოლქის სოფელ ტუზლას მახლობლად უკრაინის სანაპიროზე ცეცხლი გახსნეს.

ამის შესახებ, შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ ფეისბუქზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსმა დამპყრობლებმა ხომალდებიდან უკრაინის სანაპიროზე სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვა განახორციელეს.

"მათ დიდი მანძილიდან ისროლეს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა. სურდათ სანაპირო თავდაცვის სისტემის გამოცდა. შედეგს ვერ მიაღწიეს", - წერს გერაშენკო.

მან დასძინა, რომ დესანტის დაშვების მცდელობა არ ყოფილა.ოკუპანტები თავს დაესხნენ ოდესის ოლქის ორ დასახლებას, არიან დაჭრილები.

ამის შესახებ ტელეგრამში განაცხადა ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ.

მისივე თქმით, გამთენიისას რეგიონის ერთ-ერთ დასახლებას თავს დაესხნენ მტრის თვითმფრინავები და გემები. „ორი დაჭრილია“, - განაცხადა მარჩენკომ.

14 რუსული ხომალდი, მათ შორის სადესანტო ხომალდები, ოდესისკენ მიემართება“, - ამის შესახებ ცნობილი საზღვაო გამოცემა Naval News იუწყება.
გამოცემა წერს, რომ სატელიტური გამოსახულებები აჩვენებს რუსეთის საზღვაო ძალების გემებს, რომლებიც უკრაინის სანაპიროს უახლოვდებიან. 15 მარტს დილით 11:47 საათზე გადაღებული Sentinel 2-ის სატელიტური სურათი აჩვენებს მინიმუმ 14 ხომალდს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics