15:59 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-15 18:08:05, 621 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის ომბუდსმენი - ოკუპანტები ჟურნალისტებს მიზანმიმართულად უსწორდებან, ომის დაწყებიდან დაიღუპა 3 ჟურნალისტი, დაშავდა 35-ზე მეტი

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა სოციალურ ქსელში ავრცელებს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის შემდეგ ჟურნალისტების გარდაცვალების შესახბ ინფორმაციას.

მისი განცხადებით, უკრაინაში, ომის დაწყებიდან დაიღუპა სამი ჟურნალისტი, ხოლო 35-ზე მეტი დაშავებულია.

განცხადებაში იგი წერს, რომ „ჟურნალისტების მკვლელობა და დაბომბვა არის ჰააგის კონვენციებისა და დეკლარაციის, ომის მსხვერპლთა დაცვის ჟენევის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების, ასევე, სახმელეთო ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ კონვენციის უხეში დარღვევაა, რომელიც უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოების გარანტიებს“.

„რუსი ოკუპანტები ებრძვიან უკრაინაში მათი სამხედრო დანაშაულების ობიექტურ გაშუქებას - კლავენ და ესვრიან ჟურნალისტებს.

სულ მცირე 35 ჟურნალისტი უკვე გახდა რასისტი ბოევიკების მსხვერპლი.

სამი დაიღუპა. ჟურნალისტი ვიქტორ დუდარი ნიკოლაევთან საომარი მოქმედებების დროს დაიკარგა. პირდაპირ ეთერში ოპერატორი ევჰენ საკუნი კიევში სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა. ბრენტ რენო, აშშ-ს მოქალაქე, ვიდეოჟურნალისტი და დოკუმენტური ფილმის რეჟისორი, მოკლეს კიევის რეგიონში, ირპენში, საგუშაგოზე.

მტრის მიზანმიმართული დაბომბვის შედეგად ბევრი ჟურნალისტი დაიჭრა.

ნიკოლაევისკენ მოძრაობისას შვეიცარიელი ჟურნალისტის გიომ ბრიკის „პრესის“ მარკირებულ ჯავშანმანქანას რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს. ჟურნალისტი დაშავდა.

ჩეხური გამოცემის Voxpot-ის ორი ჟურნალისტი, მაიდა სლამოვა და ვოიტეჩ ბოგაჩი, რუსული ჯარების ცეცხლის ქვეშ მოხვდნენ. დახვრიტეს დანიელი Ekstra-Bladet-ის ორი კორესპონდენტი, ჟურნალისტი შტეფან ვაიჩერტი და ფოტოგრაფი და რეპორტიორი ემილ ფილტენბორგ მიკელსენი.

რუსული ჯარები თავს დაესხნენ ბრიტანულ სატელევიზიო ჯგუფს Sky News - მთავარი კორესპონდენტი სტიუარტ რემსი და მისი ოთხი კოლეგა კიევში ბრუნდებოდნენ, როდესაც მათ ჩასაფრებული დახვდნენ. ტყვია რემსის ზურგში მოხვდა, ოპერატორი რიჩი მოკლერი ტყვიაგაუმტარმა გადაარჩინა, რომელიც ორჯერ გაისროლეს.

მტერი მიზანმიმართულად ცდილობდა, გაეხსნა ცეცხლი კიევის, ლუცკის და რივნეს სატელევიზიო ანძების განადგურებისთვის. მათ დროებით ოკუპირებულ ქალაქებში სატელევიზიო ანძები და ტელესტუდიები გათიშეს.

ოკუპანტების ქმედებები მიმართულია რასისტული პროპაგანდისა და იდეოლოგიის დაწესებისა და ყველა სხვა საინფორმაციო რესურსის ჩახშობისაკენ.

ჟურნალისტების მკვლელობა და დაბომბვა არის ჰააგის კონვენციებისა და დეკლარაციის, ომის მსხვერპლთა დაცვის ჟენევის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების, ასევე, სახმელეთო ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ კონვენციის უხეში დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოების გარანტიებს“, - აღნიშნა ლუდმილა დენისოვამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics