|
2022-03-15 15:03:26, 760 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, რუსეთთან კოლაბორაციონიზმი 15 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იქნება მიმართული, 15 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. როგორც უკრაინული მედია წერს, აღნიშნულის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის ვიცე-სპიკერმა, ალექსანდრ კორნენკომ ვიდეომიმართვისას განაცხადა. „აღნიშნულ კანონს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა, ჩემი ინფორმაციით, ის მალე გამოქვეყნდება", - განაცხადა ალექსანდრ კორნენკომ. როგორც ცნობილია, კანონით პასუხისმგებლობა დაეკისრებათ რუსეთთან, როგორც აგრესორ სახელმწიფოსთან სამხედრო, პოლიტიკურ, საინფორმაციო სფეროში თანამშრომლობისთვის. ასევე, სასჯელი ითვალისწინებს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულ თანამდებობებზე დაშვების შეზღუდვას. აღნიშნული კანონი ასევე ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების ლიკვიდაციის საშუალებას, რომელთა უფლებამოსილი პირები მსჯავრდებულნი არიან კოლაბორაციონიზმისთვის. აღნიშნული შეეხება იურიდიულ პირებსაც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)