|
2022-03-14 20:22:51, 709 ნახვა
მსოფლიო
Pfizer რუსეთში მიღებულ მოგებას ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გამოიყენებს
„Pfizer-მა დაასკვნა, რომ ჩვენი მედიკამენტების რუსეთში მიწოდების ნებაყოფლობითი შეჩერება პირდაპირ არღვევს პაციენტის პრიორიტეტის დამფუძნებელ პრინციპს“, - ამის შესახებ აღნიშნულ კომპანიაში აცხადებენ. გავრცელებული ინფორმაციით, Pfizer რუსეთში, ისეთი პროდუქციის შეტანას, როგორიცაა იბოს ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებები, არ შეწყვეტს, თუმცა ქვეყანაში მიღებულ მოგებას უკრაინაში, ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გამოიყენებენ. „მედიკამენტების მიწოდების შეწყვეტა, მათ შორის კიბოს ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ, გამოიწვევს პაციენტის მნიშვნელოვან ტანჯვას და სიცოცხლის პოტენციურ დაკარგვას, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოხუცებში. თუმცა, რუსეთში მედიკამენტების მიწოდება არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთში ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ ბიზნესს“, - ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)