|
2022-03-14 17:43:33, 872 ნახვა
მსოფლიო
ოკუპანტებმა მარიუპოლში „ჰუმანიტარული დერეფნები“ აამოქმედეს და მოსახლეობას ევაკუაციის ნება დართეს
რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის მაცხოვრებლებისთვის „მწვანე დერეფნების“ გადაკეტვა შეწყვიტეს და მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის ნება დართეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერის მრჩეველ, პეტრო ანდრიუშჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. „13:00 საათისთვის ჩვენ გვაქვს დე ფაქტო დადასტურება დუმილის რეჟიმის დე ფაქტო დაცვის შესახებ მარიუპოლის მარშრუტზე კერძო ტრანსპორტის ჰუმანიტარული დერეფნის მიმართულებით. 50-მა კერძო მანქანამ უკვე გაიარა ბერდიანსკი და მოძრაობს ზაპოროჟიეს მიმართულებით. ამ დროისთვის საგუშაგოების გავლა უპრობლემოდ მიმდინარეობს ეს არის ერთადერთი დერეფანი, რომელიც ფაქტობრივად მუშაობს დღეს", - წერს მერის მრჩეველი. ცნობისთვის, უკრაინული მედია წერს, რომ ქალაქი მარიუპოლი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სრულად იყო ბლოკირებული როგორ ევაკუაციისთვის, ასევე ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)