2022-03-12 15:15:22, 645 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში მეჩეთი დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მეჩეთი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერზე“ ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, მეჩეთს, რომელიც სულთან სულეიმანისა და მისი მეუღლე როქსანას სახელობისაა, 80-ზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს, მათ შორის ბავშვები.
ამასთანავე, უწყებაში განაცხადეს, რომ მეჩეთში იმყოფებოდნენ თრქეთის მოქალაქეებიც.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,