|
2022-03-11 20:12:40, 637 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - G7 რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუს ოლიგარქებსა და მათ ოჯახებს სანქციებს უმატებს
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ G7 უკრაინაში შეჭრის გაგრძელების ფონზე რუს ოლიგარქებსა და მათ ოჯახებს სანქციებს დაუმატებს. „დიდი შვიდეული ასევე აძლიერებს ზეწოლას კორუმპირებულ რუს მილიარდერებზე. ჩვენ ვამატებთ ახალ სახელებს ოლიგარქებისა და მათი ოჯახების სიას, რომლებსაც ჩვენ ვუმიზნებთ და ვაძლიერებთ კოორდინაციას G7 ქვეყნებს შორის, რათა მიზანმიმართული იყოს და დაიჭიროს მათი არაკეთილსინდისიერი მონაპოვარი რესურსებო“, - განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში. "ისინი მხარს უჭერენ პუტინს. ისინი პარავენ რუს ხალხს და ცდილობენ, თავიანთი ფულის დამალვას ჩვენს ქვეყნებში. ისინი იმ კლეპტოკრატიის ნაწილი არიან, რომელიც არსებობს მოსკოვში და მათ უნდა გაიზიარონ ამ სანქციების ტკივილი", - თქვა ჯო ბაიდენმა. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში, რუსული ზღვის პროდუქტების, არაყისა და ბრილიანტების იმპორტი აიკრძალება. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივყვებით მათ სუპერ იახტებს და მათ დასასვენებელ სახლებს, რომელთა ღირებულება ასობით მილიონი დოლარია, ჩვენ მათთვის ჩვენსავე ქვეყანაში წარმოებული მაღალი კლასის პროდუქციის შეძენას გავურთულებთ და ავკრძალავთ რუსეთში, ფუფუნების საქონლის ექსპოეტს. ცნობისთვის, აღნიშნული სანქციები არ არის ჩვენი ბოლო ნაბიჯები“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)