|
2022-03-11 14:23:22, 681 ნახვა
მსოფლიო
პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი - უკრაინა ღიაა ნეიტრალიტეტისთვის, თუმცა ვითხოვთ უსაფრთხოებაზე მკაფიო გარანტიებს
უკრაინა ღიაა ნეიტრალიტეტის სტატუსისთვის, თუმცა ითხოვს მკაფიო გარანტიებს უსაფრთხოების შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა პირისპირ ესაუბროს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, თუმცა მოლაპარაკებების დროს რუსეთის პოზიციის არც ერთ კომპრომისზე არ წავა. მანვე დასძინა, რომ უკრაინა არც თუ ისე ოპტიმისტურად იყო განწყობილი უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მიმართ, რომელიც გუშინ გაიმართა, ანტაიაში და მოლაპარაკებებს რაიმე გარღვევა არ მოჰყოლია. „ეს ძალიან კარგია, რომ ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა, სამწუხაროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის ის, ვინც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. საბოლოო გადაწყვეტილება ომის შეჩერებაზე, ცეცხლის შეწყვეტასა და ჯარების გაყვანაზე ერთი ადამიანის [ვლადიმერ პუტინის] მიერ მიიღება“, - დასძინა მან. პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა დიპლომატიური გადაწყვეტილებისთვის, პირადად ვლადიმერ პუტინისგან ან მისი მრჩეველებისგან მსგავსი მზაობა არ მოუსმენია. „ბოლოს, რაც მე მათგან მოვისმინე არის ის, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ორი დელეგაციის ფორმატში, თუმცა, შეხედეთ, მიღწეული შეთანხმებებიც კი მოლაპარაკებების დროს არ სრულდება“, - აღნიშნა მან „ჰუმანიტარულ კორიდორზე“ საუბრისას.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)