|
2022-03-11 00:47:02, 502 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - ომამდე დასავლეთს მოვუწოდე, უკრაინას გარანტირებული დახმარება მიეცით-მეთქი, მაგრამ ეს არ ქნეს, ახლა დიდი მხარდაჭერა გვჭირდება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას დიდი რაოდენობით სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება. ამის შესახებ მან გერმანულ გაზეთ Die Zeit-თან ინტერვიუში ისაუბრა. „თვეების წინ, როცა რუსეთი შემოჭრილი არ იყო, ყველამ დაინახა, რომ კრემლის მიერ შემოჭრა შესაძლებელი იყო. ჩვენ საზღვარზე ჯარები იყო განლაგებული. მე მოვუწოდე დასავლეთს, დაწესეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რათა რუსებს თავდასხმაზე არ ეფიქრათ. ვუთხარი, მიეცით უკრაინას ისეთი მხარდაჭერა, რომ ვიცოდეთ ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულია-მეთქი, არც ეს გააკეთეს“. მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა, როდესაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა რუსული ჯარები უკრაინის ქალაქებს ანადგურებენ და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას, უკრაინა, მაინც არასაკმარის სამხედრო დახმარებას იღებს. „გესმის? ისინი ლტოლვილებსაც კი კლავენ. მათი რაკეტები ურტყამს სახლებს, უნივერსიტეტებს, ეკლესიებს. ეს არის ბარბაროსობა. დიახ, ჩვენ ვიღებთ იარაღს. მაგრამ აშკარად მეტი გვჭირდება, რადგან ბარბაროსობა არ წყდება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)