|
2022-03-10 14:57:29, 415 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - რუსეთი არ გეგმავს სხვა ქვეყნებზე თავდასხმას, ჩვენ უკრაინასაც არ დავსხმივართ თავს
უსეთს სხვა ქვეყნების თავდასხმის გეგმა არ აქვს, ჩვენ უკრაინასაც არ დავსხმივართ თავს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რაც შეეხება რუსეთის გეგმებს, დაესხას თავს სხვა ქვეყნებს, ჩვენ ასეთი გეგმები არ გვაქვს. ჩვენ უკრაინასაც არ დავსხმივართ თავს. ჩვენ ძირითადად აღვნიშნავდით, რომ იყო სიტუაცია, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქადდა რუსეთის ფედერაციას და მიუხედავად მრავალი ახსნა- განმარტებისა, კომენტარებისა, წინადადებისა, არავინ გვისმენს ჩვენ", - განაცხადა ლავროვმა.. ცნობისთვის, დღეს რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, ანტალიაში, შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუდ ჩავუშოღლუ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)