|
2022-03-09 12:46:39, 770 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის თვითმფრინავებით ფრენა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება
დიდი ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში ან მათ მიერ დაქირავებული თვითმფრინავებით ფრენა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთის კუთვნილ თვითმფრინავებს უკვე აეკრძლათ დიდ ბრიტანეთში ფრენა, თუმცა ახალი სანქციების სამიზნე რუსეთში რეგისტრირებული კერძო თვითმფრინავებია, რომლებსაც მდიდარი რუსები ქირაობენ. დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სანქცია შეეხებათ კრემლთან დაახლოებულ პირებს. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა ახალი სავაჭრო სანქციები, რომლებიც ხელს შეუშლის გაერთიანებული სამეფოს ავიაციის ან კოსმოსური ტექნოლოგიების ექსპორტს რუსეთში, მათ შორის, ქეყანასთან დაკავშირებულ სერვისებს, როგორიცაა დაზღვევა. ახალი სანქციების გამოცხადებისას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ცვლილებები შემდგომ „ეკონომიკურ ზიანს მიაყენებს რუსეთს და კრემლთან დაახლოებულ ადამიანებს“. მანვე დასძინა, რომ ბრიტანეთის მთავრობა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და „იმუშავებს რუსეთის იზოლაციაზე საერთაშორისო ასპარეზზე“.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)